ქათმის ხორცის პელმენი

  01:25:52     12-05-2014

ინგრედიენტები: ცომისთვის ფქვილი 2-3 ჭ თბილი წყალი რამდენსაც შეიზელს მარილი 1/2 ჩ.კ კვერცხი 1 გულსართისთვის ქათმის ხორცის ფარში 500 გ ნიორი 1 კბილი ოხრახუში 4-5 ღერი ხახვი 1 მდუღარე წყალი 3-4ს.კ მარილი და პილპილი
ქათმის ხორცის ფარშს შევურიოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიორი, ხახვი და ოხრახუში, შევანელოთ სანელებლებით და დავასხათ მდუღარე წყალი.

2 ჭიქა ფქვილს დავამატოთ მარილი და კვერცხი, ნელ-ნელა ვამატოთ თბილი წყალი და მოვზილოთ მაგარი, ელასტიკური ცომი, ძალიან თხლად გავაბრტყელოთ და პატარა ჭიქით ამოვჭრათ. თუ ცომი მსხვილი გვეჩვენა, შეგვიძლია თითოეული წრე ცალკე გავაბრტყელოთ, შემდეგ ზედ მოვათავსოთ ფარში, შევკრათ და მოვხარშოთ მდუღარე მარილ-წყალში. მზა პელმენი მივირთვათ კარაქთან, არაჟანთან ან გახეხილ ყველთან ერთად.