"ევროვიზია–2014"–ის გამარჯვებული ავსტრიის წარმომადგენელი გახდა

  06:15:56     11-05-2014

ავსტრიელი ტომას ნოივირტი, რომელიც კონჩიტა ვურსტის სახელითაა ცნობილი, "ევროვიზია–2014"–ის გამარჯვებული გახდა. მან სიმღერა "Rise Like a Phoenix" შეასრულა და 290 ქულა აიღო, რის შედეგადაც კონკურენტები საგრძნობლად ჩამოიტოვა უკან.

მეორე ადგილზე ჰოლანდიური ჯგუფი "The Common Linnets" გავიდა 238 ქულით, ხოლო მესამეზე – სან ნილსენი შევედეთიდან, 218 ქულით.

როგორც ცნობილია, ქართველი კონკურსანტები, მარიკო და "შინი" ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ კონკურსს.

ფინალში საქართველოს ფავორიტი კონკურსანტები კი, ხმის მიცემის შედეგად, ასე გადანაწილდნენ: სომხეთის წარმომადგენელი – 12 ქულა, ავსტრიის წარმომადგენელი – 10 ქულა, რუსეთის წარმომადგენლები – 8 ქულა.

"ევროვიზიის" ფინალი წუხელ ჩატარდა. მასში 25 ქვეყანა მონაწილეობდა. კონკურსი 1956 წლიდან ყოველწლიურად იმართება.მისი ჩატარების უფლებას ის ქვეყანა იღებს, რომლის წარმომადგენელიც წინა წლის გამარჯვებულია.