სოსისებთან ერთად შემწვარი კარტოფილი

  00:38:10     10-05-2014

ინგრედიენტები: კარტოფილი 1 კგ სოსისი 6 ცალი მარილი და პილპილი მაიონეზი 5 ს.კ გახეხილი ყველი 100 გ
კარტოფილი გავთალოთ, გავჭრათ შუაზე და დავალაგოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ზემოდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადავუსვათ არაჟანი ან მაიონეზი თხლად. შეგვიძლია ყველიც მოვაყაროთ. 

შევდგათ შესაწვავად 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ, კარტოფილებს შუა თავისუფალ ადგილებში ჩავალაგოთ დაჭრილი სოსისები და შევაბრუნოთ 200 გრადუსზე 10-15 წუთი.