ვაკეში 21 წლის ბიჭი დაჭრეს, პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებს
11:19:25     09-05-2014
ხმაურიანი გარჩევა თბილისის ცენტრში . გუშინ ვაკეში, აბაშიძის
ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 21 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. უწყებამ
გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაჭრაში ეჭვმიტანილის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
"მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით - ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს",- აცხადებენ შს სამინისტროში.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობას, დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მას ჭრილობა მარჯვენა მხარში აქვს მიყენებული. ექიმების ცნობით, დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.