გოგრის წვნიანი
01:57:02     08-05-2014
ინგრედიენტები:
გოგრა, გარჩეული
350 გ
რძე
2 ჭიქა
კარაქი
1-2 ს.კ
მარილი
დაფქული წითელი წიწაკა
ხახვი
1
გოგრის თესლი, მოხალული
გოგრა კუბებად დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ მხოლოდ დაიფაროს და თავდახურული ცეცხლზე დავდგათ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ.
როცა გოგრა დარბილდება, დავუმატოთ ხახვი, რძე, მარილი, წიწაკა და ბლენდერში დავაქუცმაცოთ.
თუ გოგრის მასა სქელი იქნება, გავათხელოთ ადუღებული წყლით სასურველი კონსისტენციის მიღებამდე და ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ.
წვნიანი სუფრაზე გოგრის თესლთან ერთად მივიტანოთ.
გოგრის კრემ-სუპი შეგვიძლია მივირთვათ ბრინზასთან* ერთად ან არაჟანთან ერთად.