ბლინები შაშხით - კერძი, რომლის მომზადებაც მაისში იაფი დაგიჯდებათ

  01:50:26     08-05-2014

დი­ლა­ო­ბით თუ მოგბეზრდათ ჩვე­უ­ლი ბუ­ტერ­ბრო­დე­ბი, შე­გიძ­ლი­ათ მო­ამ­ზადოთ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი ბლი­ნე­ბი შაშ­ხით, რაც თქვენს სა­უზ­მეს მრა­ვალ­ფე­რო­ვანს გახ­დის და კარ­გა­დაც და­გა­ნაყ­რებთ.

ინგრედიენტები: შაშხი  100 გ  მაწონი  300 მლ კვერცხი 3 კარაქი 70 გ ფქვილი 2 ჭიქა გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ ხახვი 1 სიმინდის კონსერვი 1 ქილა ოხრახუში 1 კონა მარილი ზეთი 
საჭირო ჭურჭელი: ტაფა 2 დიდი თასი სათქვეფი დანა საჭრელი დაფა ცეცხლგამძლე ჯამი კოვზი ბრტყელი ჩოგანი

1. კა­რა­ქი მო­ა­თავ­სეთ პა­ტა­რა ცეცხლგამძლე თასში, დად­გით დაბალ ცეცხ­ლზე,

გა­ად­ნეთ, გად­მოდ­გით ცეცხლი­დან და აცადეთ გაგ­რი­ლე­ბა.

2. ხახ­ვი  და­ჭე­რით წვრი­ლად.

3. ოხრახუში გარეცხეთ და დაჭერით წვრილად

4. შაშ­ხი და­ჭე­რით პა­ტა­რა ზო­მის ოთხ­კუთხ­ედ ნაჭ­რე­ბად.

5. დაჭ­რი­ლი შაშ­ხი, ხახ­ვი და სი­მინ­დის მარ­ცვლე­ბი აუ­რი­ეთ ერ­თმა­ნეთ­ში.

6. შემ­დეგ და­უ­მა­ტეთ წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ოხ­რა­ხუ­ში.

7. ცალ­კე თას­ში ათ­ქვი­ფეთ კვერ­ცხი და და­უ­მა­ტეთ ცო­ტა­ო­დე­ნი მა­რი­ლი.

8. ათ­ქვე­ფილ კვერცხს შე­უ­რი­ეთ მა­წო­ნი და გამ­დნა­რი კა­რა­ქი.

9. ცალ­კე თას­ზე გად­მო­ი­ღეთ ფქვი­ლი და შე­უ­რი­ეთ ფქვი­ლის გა­მაფ­ხვი­ე­რე­ბე­ლი.

10. ფქვი­ლის მა­სა და­უ­მა­ტეთ კვერ­ცხსა და მა­წონს. ცომს მანამ ური­ეთ, სა­ნამ არ მი­ი­ღებთ არაჟ­ნის სის­ქის მა­სას. შე­უ­რი­ეთ დაჭ­რი­ლი შაშ­ხი და ბოს­ტნე­უ­ლი.

11. შე­რე­უ­ლი მა­სა კოვ­ზის დახ­მა­რე­ბით გა­და­ი­ტა­ნეთ გაცხ­ე­ლე­ბულ ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე და შეწ­ვით ორი­ვე მხრი­დან.

გა­მომ­ცხვა­რი ბლი­ნე­ბი შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ არა­ჟან­თან ერ­თად.