ჭარხალი ნიგვზით
10:35:39     16-02-2011
მასალა: ჭარხალი – 500 გრამი, გარჩეული ნიგოზი – 1/2 ფინჯანი, ნიორი – 2-3 თავი, ქინძი, ნახევარი ბროწეულის წვენი, მაიონეზი ან ძმარი, მარილი და პილპილი - გემოვნებით
გავრეცხოთ ჭარხალი, მოვხარშოთ, მოვაშოროთ კანი და წვრილად დავჭრათ. გასუფთავებული ნიგოზი, მარილი, ქინძი, ნიორი დავნაყოთ და გავატაროთ ხორცსაკეპში, შემდეგ ავურიოთ ჭარხალში, დავამატოთ პილპილი, მარილი, ბროწეულის წვენი. დავამტოთ მაიონეზი, ან ძმარი.