ექსკლუზივი: ყაჩაღობის მცდელობა ჩოხატაურში - სასტიკად ნაცემია შუახნის მამაკაცი

  12:43:29     07-05-2014

გვიან ღამით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარში სამმა ნიღბიანმა ანდღულაძეების ოჯახის დააყაჩაღება სცადა. ოჯახის უფროსი ლეო ანდღულაძე კი სასტიკად სცემეს.

ცნობილია, რომ ოჯახს სასურსათო მაღაზია აქვს და გვინობამდე ამუშავებს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, სამმა ნიღბიანმა დაახლოებით 02:00 საათზე, ოჯახი გააღვიძა და სიგარეტი მოითხოვა. ოჯახის უფროსმა კი უცნობებს სიგარეტის მიცემაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც სასტიკად სცემეს.

ეჭვმიტანილებმა მაღაზიიდან თანხის წაღება ვერ მოახერხეს. დაზარალებულს თავი აქვს გატეხილი და სხეულზე მრავლობითი დაჟეჟილობა აღენიშნება. თავდამსხმელებმა გაქცეცა მოასწრეს.

„პრესა.ჯი“-ს ჩოხატაურში მომხდარი ფაქტი მინიციპალიტეტის გამგებელმა თამაზ ჯინჭარაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, დაატებითი დეტალები მისთვის ცნობილი არ არის.

„ვიცი რომ, უცნობმა პირებმა ლეო ანდღულაძე სასტიკად სცემეს, სწორედ ახლა მივდივარ დაზარალებულის მოსანახულებლად“,- უთხრა გამგებელმა „პრესა.ჯი“-ს.

წიფნარში მომხდარ კრიმინალურ ფაქტზე  გამოძიებას ჩოხატაურის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.

შს სამინისტროში „პრესა.ჯი“-ს განუცხადეს, რომ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა.

„დაკავებულია 2 პირი, გამოძიება თავდაპირველად 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, თუმცა სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება“,- აცხადებენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსაურში.