
უმსუბუქესი დესერტი "მარწყვი შამპანურში"
07:05:12     06-05-2014
ინგრედიენტები:
მარწყვი
250 გ
შამპანური
400 მლ
შაქარი
200 გ
ჟელატინი
15 გ
ნახევარი ლიმონის წვენი
ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში, გადავწუროთ და გავათბოთ შამპანურთან , შაქართან და ლიმონის წვენთან ერთად. შაქარი უნდა გადნეს.
მარწყვი
შუაზე გავჭრათ (თუ წვრილი მარწყვია, მთლიანები გამოვიყენოთ), ჩავალაგოთ
შესაბამის ჭურჭელში. ზემოდან დავასხათ გაგრილებული ჟელე, შევდოთ მაცივარში .
გავაჩეროთ მაცივარში 4 საათი, სანამ ჟელე ბოლომდე არ გამაგრდება.