სამართალდამცველებმა ე.წ. ბიოს შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
11:24:52     05-05-2014
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მეთერთმეტე განყოფილების და
დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, 1980 წელს დაბადებული ზურაბ ც. ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 8,3 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).