მეტალისტები სარეკლამო კამპანიაში ჩაებნენ

  16:17:15     15-02-2011

Progressive Death Metal   ჯგუფის TANTAL” – ის გიტარისტი ალექსანდრე სტრელნიკოვი კომპანია " AMT Electronics " – ის ოფიციალური წარმომამდგენელი გახდა. ამის შესახებ ჯგუფის საიტზე ინფორმაცია უკვე განთავსდა.

 

მეტალისტების რჩეული კომპანია, ცნობილია, რომ სხვადასხვა სახის გიტარის, გიტარის ეფექტების და აქსესუარების, ასევე ამ მუსიკალური ინსტრუმენტის დეტალების წარმოებაზეა სპეციალიზირებული და საკმაოდ პოპულარულია.

 

სარეკლამო კამპანიაში ახლად ჩართული ალექსანდრე სტრელნიკოვის თქმით, “ჩემი რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ყოველ კონცერტზე, მე ამ კომპანიის გიტარას ვიყენებ, სერიიდან Legend,   და ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს საიმედო მუსიკალური ინსტრუმენტია და რაც ყველაზე მთავარია, დაკვრისას ყოველთვის ხარისხიან ბგერებს ვღებულობ, კომპანიის ნებისმიერ აპარატზე. ეს კი გიტარისტისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩემს არსენალში ამჟამად შედის  “AMT E1,” “Engl Fireball,” და “Peavey 5150,”  - განაცხადა მუსიკოსმა.

 

თავად ჯგუფი, ამ მომენტში, მეორე ალბომზე მუშაობით არის დაკავებული და ამ წლის მარტში სტუდიურ ჩაწერასაც გეგმავს.