ოდესაში, მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, 3, 4 და 5 მაისი გლოვის დღეებად გამოცხადდა

  07:18:25     03-05-2014

ოდესაში, კიევის ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებების შედეგად, 40–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის ოფიციალური საიტი იტყობინება.

უკანასკნელი მონაცემებით, ამას გარდა, ოდესის საავადმყოფოებს 174–მა ადამიანმა მიაკითხა, მათგან 25–ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ქალაქის ხელისუფლება მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებას სთხოვს. "ოდესელი ექიმები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარებას უწევენ", – ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში.

მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო, 3, 4 და 5 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

როგორც ცნობილია, პროფკავშირების სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა. 30 ადამიანი გაზის ნამწვით მოიწამლა, 8 კი შენობის ფანჯრებიდან გადმოხტა. ცეცხლი შენობის მეორე და მეოთხე სართულებს მოედო. დაღუპულების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს...