დოლჩე და გაბანას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
18:59:47     01-05-2014
ცნობილი დიზაინერები, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, იტალიის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო გადასახადების დამალვასთან დაკავშირებულ მაქინაციებში. მათ, 1 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩათვალა, რომ დიზაინერებმა მართლაც აარიდეს თავი გადასახადების გადახდას.
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მათ ბუღალტერსაც, ლუჩანო პატელიტოს, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით გახორციელებულ მაქინაციებში დოლჩესა და გაბანას დამხმარედ სცნო.