ლედი გაგამ კომპოზიცია მადონას მოპარა
13:17:17     15-02-2011
“გრემის” ტრიუმფატორ ლეიდი გაგას პლაგიატში ადანაშაულებენ. მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ეპატაჟის დედოფლის ახალი სინგლი “Born This Way”, ძალიან ჰგავს მადონას ცნობილ სიმღერას “Express yourself.” ყურადღებიანმა მსმენელებმა და სხვა დაინტერესებულებმაც, იოლად შენიშნეს სიმღერის მსგავსება ლიდი გაგას უფროსი კოლეგის კომპოზიციასთან.
მომღერლის მეგობარების აზრით კი, ლედი გაგას სიმღერა, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ორიგინალი. თავად მომღერალი აცხადებს, რომ მისი კომპოზიცია სხვადასხვა მომღერლების ჰიტების ნარევია.
ასეა თუ ისე, “Born This Way” უკვე ყველა რეიტინგის რეკორდი მოხსნა და პირველი ადგილიც მიისაკუთრა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინტერნეტში სიმღერის გამოჩენიდან სამ საათში, სინგლმა “ყველაზე პოპულარულის” სტატუსი მიიღო. ახალ სიმღერაზე კლიპი მომღერალმა უკვე გადაიღო, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას მკაცრად ასაიდუმლოებს. ვიდეო მარტის დასაწყისში გამოვა.
ელტონ ჯონმა კომპოზიციას უკვე უწოდა ახალი “გეი-ჰიმნი,” ვინაიდან სიმღერის ტექსტში ისეთი ფრაზებიც არის, რაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მოყვარულებს ფრიად მოეწონებათ.