ხაჭოს ზღაპრული ღვეზელები

  00:40:56     01-05-2014

ინგრედიენტები: მარგარინი 200 გ ფქვილი 3 ჭიქა სოდა 1/2 ჩ.კ კეფირი 1 ჭიქა გულსართი ხაჭო 500 გ შაქარი 1/2-1 ჭიქა ვანილი კვერცხი 1
მარგარინი დანით დავკეპოთ. ფქვილს სოდა შევურიოთ და დავამატოთ მარგარინს. ავურიოთ. მიღებულ ფქვიერ მასას დავამატოთ კეფირი. ფრთხილად გადავურიოთ, ზედმეტი ზელვის გარეშე, გავყოთ სამად და შევინახოთ მაცივარში 1 საათი
ხაჭო ავთქვიფოთ შაქართან და ვანილთან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ ცილისგან ბეზე და შევურიოთ ხაჭოს.

ცომი გავაბრტყელოთ 3 მმ-ის სისქეზე ოთხკუთხედად, გადავუსვათ ხაჭო და გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ ირიბად, დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე, გადავუსვათ კვერცხის გული და 30-35 წუთი ვაცხოთ 180 გრადუსზე