პროკურატურა: პროკურორის ავტომობილის დაწვაში მონაწილე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება

  16:42:00     30-04-2014

ბათუმში, პროკურორ ფრიდონ ქარცივაძის სამსახუროებრივი ავტომობილის დაწვის ფაქტზე, განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს დღის მეორე ნახევარში გააკეთა.

როგორც "პრესა.ჯი"-ს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.

"ბათუმში, დაუდგენელმა პირმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების ერთ-ერთი პროკურორის სამსახურებრივ ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

გამოძიება მიმდინარეობს 187-ე მუხლის მეორე ნაწილით ცეცხლის წაკიდებით ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე. აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება", - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ინცინდენტი ბათუმში შაბათს მოხდა. ამ დრომდე უცნობია უკავშირდება თუ არა, პროკურორის მანქანის დაწვა მის საქმიანობას.