მსხალი შოკოლადში
11:52:48     15-02-2011
მასალა: მსხალი – სამი ცალი, მწარე შოკოლადი – 100 გრამი, რძე – 150 მილიგრამი, შაქარი – 100 გრამი, ლიმონი – 1 ცალი, მშრალი, წითელი ღვინო – 200-250 მლ.
მსხალი გავთალოთ, დავასხათ ღვინო, ლიმონისგან გამოწურული წვენი, დავამატოთ შაქარი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, ნახევარი საათის განმავლობაში. შოკოლადი ჩავყაროთ ცხელ წყალში, რძესთან ერთად, და კარგად ავურიოთ. მსხალი დავდოთ თეფშზე და დავფაროთ შოკოლადით. გასაფორმებლად გამოვიყენოთ ლიმონის ცედრა.