პრასის ფხალი

  11:52:02     15-02-2011

მასალა: 5-6 ცალი პრასი, 2-3 კბილი ნიორი, 1-2 შეკვრა ქინძი, 1 ფინჯანი ნიგოზი, თეთრი ღვინის ძმარი, მარილი, ჩილი, ხმელი სუნელი – ყველაფერი გემოვნებით

 

გავრეცხოთ და დავჭრათ პრასი, გადავიტანოთ ქვაბში და მოვხარშოთ, ვიდრე არ დარბილდება. შემდეგ მოვათავსოთ საწურზე

 

ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი, დაჭრილი ქინძი, ხმელი სუნელი, ჩილი, ნიორი და დავამატოთ ცოტა ძმარი. ეს ყველაფერი ავურიოთ პრასში და დავამატოთ მარილი და კვლავ ძმარი, ხმელი სუნელი და ჩილი გემოვნებით.