მადისაღმძვრელი ელარჯი

  02:16:32     28-04-2014

ინგრედიენტები: ღერღილი 1 კგ სიმინდის ფქვილი 200 გ წყალი 2.5 ლ სულგუნი 1.5 კგ
კარგად გავრეცხოთ ღერღილი.

ავადუღოთ წყალი სქელკედლიან ქვაბში.

ჩავყაროთ მოსახარშად ღერღილი,დროდადრო ამოურიოთ ხის კოვზით. როცა ღერღილი მოიხარშება, ჩავამატოთ სიმინდის ფქვილი.

ყველი თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ჩავამატოთ ქვაბში.

კარგად ამოვზილოთ ხის ფართო კოვზით. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება და კარგად იწელება, ცეცხლი გამოვრთოთ.

ამოვიღოთ თეფშზე დასველებული კოვზით