საკონტროლო გასროლა და ხელყუმბარა - მკვლელობა შურისძიების მიზნით
15:14:01     26-04-2014
მკვლელობა მარნეულში. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში დღეს მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ყოფილმა სიმამრმა ყოფილი სიძე შურისძიების მიზნით მოკლა.
თვითმხილველების თქმით, ნაზიმ მამედოვი დილით საკუთარ მაღაზიაში მივიდა, რამდენიმე წუთში მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს, აფეთქების შემდეგ კი, მკვლელობაში ეჭვმიტანილი მაღაზიაში შევიდა და მამედოვი თავის არეში საკონტროლო გასროლით მოკლა.
მოკლულის ახლობლები ამბობენ, რომ მამედოვი შურისძიების მიზნით ყოფილმა სიმამრმა, ხალიდ გასანოვმა იმის გამო მოკლა, რომ მან მისი შვილი მიატოვა და მეორე ცოლად მათივე ნათესავი მოიყვანა.
არებული ინფორმაციით, გასანოვი უკვე დააკავეს სამართალდამცავებმა, მას სავარაუდოდ ბრალს განზრხ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ.