ნინო იოსელიანმა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იმოგზაურა
04:59:37     26-04-2014
ცნობილი ესპანელი ბატალისტი მხატვარი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების
ცხოვრებას საკუთარ ნახატებში ასახავს. ავგუსტო ფერერ-დელმაუმ ავღანეთში
ქართველ ჯარისკაცებთან ერთად თითქმის ერთი კვირა გაატარა და 25 ჩანახატიც
გააკეთა. მასთან ერთად იმყოფებოდა ესპანელი მწერალი და გამომცემელი ლუკას
მოლინა, რომელიც ავღანეთში მოგზაურობისა და ქართველი ჯარისკაცების შესახებ
წიგნის დაწერას აპირებს.
ცნობილ ესპანელებს მეგზურობა ნინო იოსელიანმა გაუწია, რომელიც ამ პროექტის კურატორი და ხელმძღვანელია. ისინი ერთად იყვნენ ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნეკზე, ასევე ყანდაჰარსა და ქაბულში.
ცნობილ ესპანელებს მეგზურობა ნინო იოსელიანმა გაუწია, რომელიც ამ პროექტის კურატორი და ხელმძღვანელია. ისინი ერთად იყვნენ ჰელმანდის პროვინციაში, ბაზა ლეზერნეკზე, ასევე ყანდაჰარსა და ქაბულში.