რუსთავში, გოგონები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - რას ჰყვებიან საავადმყოფოსა და შსს-ში?
14:04:14     25-04-2014
რუსთავში ფიზიკური დაპირისპირება გოგონებს შორის თავისა და ხელის დაზიანებით დასრულა. გვიან ღამით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გოგონებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ერთ-ერთ გოგონას თავი აქვს დაზიანებული, ხოლო მეორე, ხელის ტრამვას მკურნალობს.
დაშავებულები გუშინვე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.
როგორც „პრესა.ჯი“-ს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, პაპუნა ბახტაძემ უთხრა, ორივე დაშავებულს მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. „ორივე მათგანს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც პაციენტებმა დატოვეს სამედიცინო დაწესებულება“ - გვითხრა ექიმმა.
შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქზე სისხლის სამართლის საქმე 118 - მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
შს სამინისტროსთვის უცნობია, რა გახდა გოგონებს შორის დაპირისპირების მიზეზი. „პრესა.ჯი“ გოგონების ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს.