ვაკეში დაჭრილ ქალბატონს თითის ამპუტაცია ჩაუტარეს, დასერილი აქვს ყური, ხელები, კეფა...
14:19:17     23-04-2014
ვაკეში გუშინ მომხდარი კრიმინალური ფაქტის ტრაგიკული გაგრძელება. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მიერ 31 წლის ხანჯლით დაჭრილ ქალბატონს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში თითის ამპუტაცია ჩაუტარდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილ ქალბატონს, მრავლობითი ჭრილობები სახეზე და კიდურებზე აქვს მიყენებული.
"მას თითის ფალანგი აქვს დაზიანებული რომელიც აღდგენადი არ არის და ამპუტირებულია. გადახსნილი აქვს წვივი. შემავალი ჭრილობა აღენიშნება ტერფებში, დასერილი აქვს ყვრიმალები, ყური, ხელები, კეფა. დაზიანებული აქვს ფეხის ძვალი", - ამ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.
შს სამინისტროში კი "პრესა.ჯი"-ს ჯერ კიდევ გუშინ განუცხადეს რომ ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე ცნობილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ხანჯლის ქარქაში იპოვა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე განხორციელდა.