მომხმარებელი ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერული კომპანიის„m²“ობლიგაციებში შეძლებს

  14:05:14     23-04-2014

თბილისი,23 აპრილი, 2013– დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა საკუთარი ფული ამუშაოს უკეთესად - თავისუფალი ფინანსური სახსრებისდაბანდება ნებისმიერ მსურველს დეველოპერული კომპანიის „m²“ ობლიგაციებში შეუძლია. ხსენებული ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და ერთი წლის ვადა აქვთ. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1,000 აშშ დოლარს შეადგენს და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს. ობლიგაციის დამატებით უპირატესობას შეადგენს მისი გასხვისების შესაძლებლობა. „m²“–ის ობლიგაციების მთლიანი გამოშვება 5 მილიონი აშშ დოლარია.  ობლიგაციების განთავსების აგენტი საქართველოს ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალია“.

ხსენებული ობლიგაციის გამოშვებით, დეველოპერული კომპანია „m²“ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას.  ამასთან,  „m²“ გეგმავსგანსახორციელებელისამშენებლო პროექტების სპექტრის გაფართოებას და, სამომავლოდ,სხვადასხვა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მქონე მომხმარებელზე მორგებული  საცხოვრებელი კომპლექსების შეთავაზებას.

„m²“–ის ობლიგაციის მისაღებად, მომხმარებელმაუნდა მიმართოს საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალს“ ან მის ფინანსურ შუამავალს – საქართვლოს ბანკს.

ობლიგაციების მფლობელებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა ისარგებლონ ფასდაკლებით სს „m² უძრავი ქონების“ მიერ მართულ პროექტებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებით, ეწვიეთ: www.bonds.ge

„m²” -ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის„m²“  მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნასუკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. „m²“ საქართველოში ამკვიდრებსხარისხიანი დაკომფორტულიცხოვრებისსტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. „m²“ ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს.დამატებითიინფორმაციისთვისეწვიეთ: www.m2.ge