შეიარაღებულმა პრორუსებმა ამერიკელი ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს
13:03:07     23-04-2014
უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ისევ დაძაბულია. კრემლის მიერ მართული შეიარაღებული ექსტრემისტები უცხოელ ჟურნალისტებს ატყვევებენ. დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა ამერიკელი ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.
სლავიანსკის ე.წ. სახალხო მერის, ვიაჩესლავ პანამარიოვის ინფორმაციით, მძევლად აყვანილია ამერიკული Vice News-ის ჟურნალისტი საიმონ ოსტროვსკი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სლავიანსკი, პრორუსმა სეპარატისტებმა იტალიელი ჟურნალისტები პოლ გოგო და კოსიმო ატანასიო, ასევე ბელორუსი რეპორტიორი დიმიტრი გალკო დააკავეს. თუმცა, სეპარატისტებმა დაკავებულები იმავე დღეს გაათავისუფლეს.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" კოორდინატორმა.
"მოვუწოდებთ ყველას, ვისაც დაკავებული ჰყავს საიმონ ოსტროვსკი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ, შეწყვიტონ ჟურნალისტების დაკავება და დევნა", - განაცახდა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვმა.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაცია განაახლეს.
"სპეცოპერაციის აქტიური ფაზა გაგრძელდა", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იყო შეჩერებული.
ვიტალი იარემას განცხადებით, სლავიანსკსა და კრამატორსკში ბანდფორმირებების გასანადგურებლად ღონისძიებები გატარდება.