
2014 წლის 22 აპრილის ლიბერთი ბანკმა 382,484 აგრო ბარათი გასცა
11:29:36     23-04-2014
2014
წლის
22 აპრილის
მონაცემებით,
ლიბერთი
ბანკმა
უკვე
382,484 აგრო
ბარათი
გასცა,
აქედან:
იმერეთში
- 64,320, კახეთში
- 57,338, სამეგრელოში
- 44,287, ქვემო
ქართლში
- 44,270, შიდა
ქართლში
- 40,551, აჭარაში
- 35,771, თბილისში
- 31,919, სამცხეში
- 23,517, გურიაში
- 21,537, მცხეთა-მთიანეთში
- 12,252, რაჭაში
- 5,347, სვანეთში
- 1,375.
შეგახსენებთ,
რომ
‘აგრო
ბარათის’
პროექტს
ლიბერთი
ბანკი
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
პროექტების
მართვის
სააგენტოსთან
ერთად
2014 წლის
17 თებერვლიდან
ახორციელებს.
პროექტი
ვრცელდება
ფერმერებზე,
რომელთა
მფლობელობაშიც
1.25 ჰექტრამდე
სასოფლო-სამეურნეო
მიწის
ნაკვეთია.
პროექტების
მართვის
სააგენტო
ფერმერებს
‘აგრო
ბარათზე’
ურიცხავს
დახმარებას
(ქულებს)
საგაზაფხულო
სამუშაოების
ჩასატარებლად
საჭირო
სასოფლო-სამეურნეო
ნედლეულის
შესაძენად.
აგრო
ბარათზე
დარიცხული
ქულების
გამოყენება
შესაძლებელია
ლიბერთი
ბანკის
პოს
ტერმინალების
საშუალებით,
800-ზე
მეტ
ობიექტში
მთელი
საქართველოს
მასშტაბით.
დღევანდელი
მდგომარეობით
განაღდებული
ქულების
რაოდენობა
შეადგენს
7.6 მლნ
ლარს.
ამ
დროისთვის,
ბარათზე
დარიცხული
ქულების
გამოყენების
შედეგად,
მიწის
დამუშავება
უკვე
140 ათასამდე
ფერმერს
გაუადვილდა.
აგრო
ბარათი
PAY სისტემის
ბარათია
და
მისი
მიღება
ფერმერს
ლიბერთი
ბანკის
ნებისმიერ
ფილიალსა
თუ
სერვის
ცენტრში
შეუძლია.
ის
წარმოადგენს
სრულყოფილ
მულტისავალუტო
საბანკო
ბარათს,
რომლის
მოქმედების
ვადაც
10 წელია.
ბარათის
მფლობელებს
დამატებით
შეუძლიათ:
• თანხის
განაღდება
და
ანგარიშსწორება
ლიბერთი
ბანკისა
და
თიბისი
ბანკის
ბანკომატებსა
და
POS ტერმინალებში;
• ანგარიშზე
თანხის
განთავსება
და
5%-იანი
სარგებლის
მიღება;
• 10%-დან
50%-მდე
ფასდაკლების
მიღება
100-ზე
მეტ
სავაჭრო
ობიექტში;
• კომუნალური
გადასახადების
გადახდა
და
ბალანსების
შემოწმება
მობილური
ტელეფონით.