ირაკლი ალასანიამ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო
04:36:36     22-04-2014
მინისტრმა დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ჯარისკაცთა ოჯახის წევრებს გაესაუბრა.
„პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი გმირები გვახსენდება, ვინც ბრძოლებში საკუთარი
სიცოცხლე გასწირეს იმისთვის, რომ სამშობლო დაეცვათ. მათში ღმერთის რწმენა
და სამშობლოს სიყვარული ისეთი დიდი იყო, რომ საქართველოსთვის თავი გასწირეს
და ეს ჩვენთვის, ყველასთვის, არის სამაგალითო. მათ ოჯახებს
განსაკუთრებულად და გამორჩეულად უნდა ვუპატრონოთ" - განაცხადა ირაკლი
ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრთან ერთად 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი
კოალიცია „ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატმა დავით
ნარმანიამაც მიაგო.
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიარაღებული
ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები და სხვა სამხედრო
მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.