შოკოლადის ბლინების ტორტი
21:51:11     21-04-2014
დრო
1 სთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
ინგრედიენტები:
ფქვილი
175 გ
კაკაო
4 ჩ.კ
შაქარი
100 გ +30 გ კრემისთვის
მარილი
მწიკვი
გამაფხვიერებელი
1 ჩ.კ
ნაღები 32% -36%
250 მლ
შოკოლადი
90 გ
რძე
350 მლ
ზეთი
4.5 ჩ.კ
ვანილი
შევურიოთ ერთმანეთს მშრალი ინგრედიენტები, შემდეგ დავამატოთ ზეთი და რძე. კარგად ავურიოთ.
ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე. დავასხათ დაახლოებით 60 მლ ცომი და გამოვაცხოთ ბლინები ორივე მხრიდან. გავაციოთ.
ავთქვიფოთ ნაღები და შაქარი. მიღებული კრემი წავუსვათ ბლინებს. შეგვიძლია შევურიოთ რომელიმე ხილი.
ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.