რომელი ყველი რისთვისაა?
21:47:16     21-04-2014
ბაზარზე უამრავი სახეობის ყველი გვხვდება და ყოველი მათგანი ერთმანეთისგან
განსხვავდება გემოსა და თვისებების მიხედვით. რომელი მათგანი რაში უნდა
გამოვიყენოთ? ამისთვის წაიკითხეთ ჩვენი სტატია.
ზემოდან მოსაყრელად
იმისათვის რომ ღუმელში მომზადებულ კერძებს ზემოდან ოქროსფერი, წელვადი ქერქი გაუჩნდეს, ისეთი ყველი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც ადვილად დნება, მაგალითად - მოცარელა, სულგუნი. მაგარი სახეობის ყველებიდან უმჯობესია შვეიცარული გრუიერი და მისი მსგავსი ყველი, თუმცა გამოყენებამდე უნდა გავხეხოთ. ასეთი ყველი ღუმელის შემდეგ უფრო ხრაშუნა ხდება. ჩედარი და თხის ყველი იდეალურია ტოსტებზე გადასასმელად.
გულსართისთვის
რბილი სახეობის ყველი შეგვიძლია დავჭრათ და ცომში გადავახვიოთ, ბოსტნეულთან ერთად მოვამზადოთ ღუმელში ან ამოვავსოთ დიდი ზომის მაკარონები. ისეთი კერძებისთვის, როგორიცაა ყველიანი კროკეტები, შეგვიძლია გამოვიყენოთ მოცარელა ან მისი მსგავსი ყველი, რომელიც კარგად დნება და იწელება, ასევე ბრი. კიშისთვის იდეალურია ემენტალი, გრუიერი, მეტი პიკანტურობისთვის კი ე.წ. ლურჯი ანუ ობიანი ყველი.
არომატისთვის
კერძისთვის განსაკუთრებული არომატის მისანიჭებლად პარმეზანი ან მისი მონათესავე პეკორინო რომანო იდეალურია. ამ ყველს ძლიერი არომატი აქვს და გაცხელებისას უფრო დნება, ვიდრე იწელება. შვეიცარულ გრუიერში და მის მსგავს სხვა ყველში უფრო მეტი ცხიმია, ვიდრე პარმეზანში, ამიტომ კარგად იწელება და გამოიყენება სოუსების და სუფლეს მოსამზადებლად. ობიანი ყველი საკმაოდ მძაფრი არომატით გამოირჩევა და ხშირად იყენებენ სხვადასხვა სოუსების მოსამზადებლად
ყველის თეფში ბალანსირებული და ზომიერი უნდა იყოს. სასურველი არ არის ძალიან ბევრი სხვადასხვა სახეობის დადება. სჯობს 1 მაგარი, 1 ობიანი და 1-2 რბილი სახეობის ყველი შევთავაზოთ სტუმრებს. ასევე, შეგვიძლია შევთავაზოთ ერთი სახეობის რამდენიმე ქვე-სახეობა, მაგალითად რამოდენიმე სორტის თხის ყველი. ყველს ქერქი არ უნდა მოვაცილოთ. გარდა იმისა, რომ მათი უმრავლესობა იჭმევა, ქერქის მოცილება-არმოცილება სტუმრების გემოვნებაზეცაა დამოკიდებული. ყველის თეფშთან ერთად შეგვიძლია მივიტანოთ ნიგოზი, თაფლი, ჩირეული