ჩახოხბილი იმერულად

  14:30:42     14-02-2011

მასალა: წიწილა, 5 მოზრდილი ხახვი, ერთი კბილი ნიორი, 1 კილოგრამი პომიდორი, ან 3–4 სუფრის კოვზი ტომატ–პასტა, მზესუმზირის ზეთი – 100 გრამი, 1 ჭიქა წყალი, მწვანილი: კამა, ოხრახუში, რეჰანი. მარილი, პილპილი გემოვნებით

 

წიწილა გავრეცხოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავამატოთ მზესუმზირის ზეთი და მოხრაკოთ. წვის პროცესში დავამატოთ ნიორი, მარილი, საშუალოდ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ჩავუმატოთ 1 ჭიქა წყალი, გახეხილი, კანგაცლილი პომიდორი ან ტომატ პასტა და ნარევი მივიყვანოთ ადუღებამდე. უკვე მომზადებულს  დავამატოთ დაჭრილი მწვანილი და კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ.