ღუმელში გამომცხვარი მადისაღმძვრელი კარტოფილი
01:05:34     17-04-2014
ინგრედიენტები:
ხახვი
1 თავი
თეთრი ღვინო
125 მლ
ბეკონი
100 გ
კარტოფილი
6 ცალი
ნაღები 10-20%
100 მლ
სულგუნი ან სხვა რბილი ყველი
250 გ
მარილი და პილპილი
სასურველი სუნელი
ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტაფაზე დაბალ ცეცხლზე შეწვით ბეკონი და ხახვი, დაასხით ღვინო . წამოდუღების შემდეგ დაამატეთ დაჭრილი კარტოფილი. 10-15 წუთის შემდეგ, სანამ კარტოფილი ძალიან დარბილდება, დაამატეთ სუნელები გემოვნებით. ჩაამატეთ ნაღები და კიდევ 1 წუთი გააჩერეთ.
კარტოფილის ნაწილი გადაიტანეთ ღუმელის ფორმაში, მოაყარეთ ყველი, დაამატეთ მეორე ნაწილი და კვლავ ყველი. აცხეთ სანამ ოქროსფერი არ გახდება, დაახლოებით 30-40 წუთი. მიირთვით ცხელი.