მხლოვანი

  05:41:35     16-04-2014

ინგრედიენტები: საფუვრიანი ცომი 4 გუნდა ყველი (იმერული) 800 გ ჭარხლის ფოთლები 1 დიდი კონა
მხლოვანის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხლის, ისპანახის ან ქორფა ჭინჭრის ფოთლები.

გახეხილ ყველს შეურიეთ უხეში ღეროებისგან გარჩეული, დაჭრილი მწვანილი.
ცხვება როგორც ჩვეულებრივი ხაჭაპური. საფუვრიანი ცომი გააბრტყელეთ,  ჩაუდეთ გულსართი და გააბრტყელეთ. გამოაცხეთ გაცხელებულ მშრალ ტაფაზე, ორივე მხრიდან, შემდეგ კი წაუსვით კარაქი.