არაჟანში ჩაშუშული სოკო

  05:40:01     16-04-2014

ინგრედიენტები: ქამა სოკო 600 გ არაჟანი 250 გ ხახვი 1-2 მარილი და პილპილი ფქვილი 1 ს.კ
სოკო გავრეცხოთ წრაფად გამდინარე წყალში, შევაშროთ და დავჭრათ.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევბრაწოთ სოკო, შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა რამდენიმე წუთი.
სოკოს დავაყაროთ ფქვილი და მოვურიოთ, შემდეგ დავასხათ არაჟანი. წამოვადუღოთ  და 1-2 წუთში გამოვრთოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნები.