რასმუსენი: ნატო უკრაინაში სამხედრო ქმედებებს არ აპირებს

  11:01:39     12-04-2014

ნატოს გენერალური მდივანი ბულგარეთში იმყოფება. მან, ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას უკრაინასა და რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა.

"ნატო არ აპირებს უკრაინაში სამხედრო ქმედებებს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთში ვიზიტისას. 

"ჩვენი პოზიცია მკაფიოა და უკრაინაში შექმნილი კრიზისის დიპლომატიური და პოლიტიკური გზებით მოგვარების ძიებაში მდგომარეობს. 

მიმაჩნია, რომ პირველი ნაბიჯი რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანა და დაძაბულობის შემცირებაში მონაწილეობა უნდა გახდეს", - თქვა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. 

რასმუსენის განცხადებით: "ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა დარწმუნდეს, რომ კოლექტიური თავდაცვა ეფექტურია". 

შეგახსენებთ რომ რუსეთმა, პუტინის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტეროტორია - ყირიმი მიიტაცა. რუსული სპეცსამსახურების გამოყენებით კრემლი უკრაინის სხვა რეგიონების ოკუპაციასაც ცდილობს. 

ცივილიზებული მსოფლიო პუტინის რეჟიმს ჯერჯერობით ეკონომიკური სანქციებით უპირისპირდება.