გოგრის კრემ-სუპი

  09:48:07     10-04-2014

    რეცეპტის ინგრედიენტები:

        300 გრამი გოგრა
        20 გრამი ნიორი
        50 გრამი ქინძი
        30 გრამი ხახვი
        200 გრამი წყალი
        10 გრამი დაფნის ფოთოლი
        2-2 გრამი მარილი და პილპილი ან უფრო მეტი გემოვნებისამებრ

~ მომზადების წესი ~

1. დაჭერით გოგრა პატარა ნაჭრებად, დაასხით წყალი და მოხარშეთ. ხარშვისას ჩაუმატეთ დაჭრილი ხახვი, ქინძი, დანაყილი ნიორი და დაფნის ფოთოლი. ხარშეთ ეს ყველაფერი ერთად(იხილეთ გოგრის პიურის მომზადების წესი).

2. მოათავსეთ მოხარშული გოგრის გული ბლენდერში, ჩაუმატეთ მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადმოიღეთ ღრმა თეფშზე და გემრიელად მიირთვით!