ჯანსაღად შემწვარი კარტოფილი

  09:45:15     10-04-2014

გადაწყვეტილება, რომელიც რესტორანში მუშაობის პირველსავე დღეს მივიღე, ასეთია: მხოლოდ სახლში შემწვარი კარტოფილი უნდა მივირთვა! ამის შემდეგ ბევრი რეცეპტი მოვიძიე და წარმოგიდგენთ მათგან ყველაზე გემრიელს, კარტოფილის ყველაზე ჯანსაღად შესაწვავად!

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
        1 სუფრის კოვზი დანამცეცებული ნიორი
        1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული რეჰანი
        1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული როზმარინი
        1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ოხრახუში
        1/2 ჩაის კოვზი წითელი წიწაკის ფანტელები
        1/2 ჩაის კოვზი მარილი
        4 ცალი დიდი ზომის კარტოფილი

~ მომზადების წესი ~

1. გააცხელეთ ღუმელი 245 C გრადუსზე.

2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ზეთი, ნიორი, რეჰანი, როზმარინი, ოხრახუში, წიწაკა და მარილი.

3. ჩაუმატეთ გარეცხილი, გათლილი და საშუალო ზომის კუბებად დაჭრილი კარტოფილი. ურიეთ მანამ, სანამ კარტოფილს ზეთიანი მწვანილი კარგად არ მოედება.

4. გადაიტანეთ კარტოფილი საცხობ ლანგარზე, შედგით ღუმელში და აცხვეთ 20-30 წუთის განმავლობაში. გამუდმებით ურიეთ, სანამ კარტოფილი ყველა მხრიდან არ შეიბრაწება. გემრიელად მიირთვით!