რუსეთში გეი "გედების ტბა" აკრძალეს

  14:48:44     08-04-2014

გახმაურებული გეი- ბალეტის "გედების ტბის" დამდგმელი ქორეოგრაფი მეთიუ ბორნი აცხადებს, რომ მისი თეატრის გასტროლებს მოსკოვში ჩაშლა ემუქრება, რუსული მხარე მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, რის გამოც ინგლისელ არტისტებს მოსკოვში ჩასვლის ეშინიათ.

სპექტაკლის ჩვენება გაურკვეველი ვადით გადაიდო. ჩაიკოვსკის გენიალური ბალეტის გეი ვერსია ახლახან ლონდონის ბალეტის თეატრის სცენაზე დაიდგა, სადაც არატრადიციული ორიენტაციის მსახიობები გეი გედების როლს ასრულებენ.

ისე საინტერესოა, მოეწონებოდა თუ არა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბალეტის ასეთი "ორიგინალური" ინტერპრეტაცია მის ავტორს, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო.