
ვინ და რატომ მოკლა თინა მახარაძის მამა?
14:14:14     08-04-2014
მსახიობი თინა მახარაძე, საზოგადოების ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ფილმებითა თუ სერიალებით მოექცა. მორალისტმა ქართველებმა ის, მისი გამონათქვამების გამო არ დაინდეს და დღემდე მწვავედ აკრიტიკებენ. თინა მახარაძემ რამდენჯერმე განაცხადა რომ მისთვის სიტყვა "ბოზის" მნიშვნელობა გაუგებარია. მან ასევე თქვა რომ ორალური სექსი მისაღებია. სწორედ ეს გახდა თინას კრიტიკისა და მორალისტების აღშფოთების მიზეზი.
თუმცა, სავრაუდოდ, ბევრმა არ იცის ი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 10 წლის წინ მოხდა. თინას მამა მისივე საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოკლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 ტყვია ესროლეს. მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში 21 დღე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდ,ა თუმცა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აი, როგორ იხსენებს თინას დედა, ვიკა მახარაძე ამ ტრაგედიას, "რეიტინგთან": "პაატა ექოსკოპისტი იყო, ის მხოლოდ დიაგნოზს სვამდა. მკურნალობა არ იყო მისი პრეროგატივა.
თავიდან გამოძიება დაყაჩაღების მუხლით მიმდინარეობდა, მაგრამ საათი, მობილური და საფულე თან ჰქონდა, კონკურენციაზეც საუბრობდნენ, ესეც გამოირიცხა. 9 გამომძიებელი გამოიცვალა და ეს საქმე დღესაც გამოუძიებელია. კორპუსთან მოკლეს. სახლში წამოსვლის წინ დამირეკა რა წამოვიღოო, მკითხა.
ეს იყო 2004 წლის 28 ოქტომბერი. ქვევით ყველაზე ბოლოს ჩავედი, ზღვა ხალხი იყო შეკრებილი. საავადმყოფოში გადავიყვანეთ, აპარატზე იყო შეერთებული. ოცდამეერთე დღეს გარდაიცვალა. 7 ტყვია ჰქონდა ნასროლი. დღემდე წარმოდგენა არ მაქვს ვის შეეძლო ამის გაკეთება".