"სახელმწიფო მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს"

  13:49:34     07-04-2014

ბრიფინგი ნაცმოძრაობაში. "ნაციონალური მოძრაობა" ფინანსთა სამინისტროს მიერ დაუბეგრავი მინიმუმის მოსახლეობისთვის ჩარიცხვის თემას ეხმაურება. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, სახელმწიფო ამ მოქალაქეებს გადარიცხული თანხების უკან დაბრუნებას ედავება.