თუ ყავა აკრძალული გაქვთ, მაგრამ თავს ვერ იკავებთ მისგან - ვარღვევთ წესებს!
02:13:33     03-04-2014
დაიმახსოვრეთ მხოლოდ 5 სანელებელი, რომლებიც ანეიტრალებენ კოფეინის უარყოფით მოქმედებას ორგანიზმზე.
1. შავი წიწაკა
შავი წიწაკა შეიცავს ძლიერ გამწმენდ ნივთიერებას, რომელსაც ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს კუჭის მუშაობას, აქვს ანტისეპტიკური თვისება. დაუმატეთ შავი წიწაკის 1-2 მარცვალი ცხელ ყავაში და დალევამდე ცოტა ხანს გააჩერეთ.
2. ილი ("კარდამონი")
მოქმედებს დამამშვიდებლად, არეგულირებს კუჭის მოქმედებას. ყავაში დაუმატეთ ილის ცოტაოდენი ფხვნილი. მასში შემავალი ეთერზეთები ყავას განსაკუთრებულ და განუმეორებელ არომატს მიანიჭებს.
3. მიხაკი
ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და დაბლა სწევს წნევას. მიხაკში შემავალი ეთერზეთები ანეიტრალებს კოფეინის უარყოფით მოქმედებას. დაუმატეთ ცხელ ყავაში მიხაკის ერთი მარცვალი და ცოტა გააგრილეთ.
4. დარიჩინი
ამცირებს ყავის უარყოფით მოქმედებას კუჭის მჟავიანობაზე. ყავის მომზადებისას შეგიძლიათ ჩაყაროთ მასში დარიჩინის ცოტაოდენი ფხვნილი ან ჩააგდოთ მისი ერთი ჩხირი ცხელ ყავაში.
5. ჯანჯაფილი, იგივე კოჭა ("იმბირი")
ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს. ხსნის სპაზმს და აყუჩებს ტკივილს; ასევე, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ყავის მოდუღებისას დაუმატეთ ჯანჯაფილის ფხვნილი ან მისი ნედლი ფესვის პატარა ნაწილი.