„ტერმინატორი“ ბრუნდება
13:32:34     11-02-2011
თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა კინოში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ამის ჩანაწერი, ექსგუბერნატორმა Twitter – ზე, თავის მიკრობლოგზე გააკეთა. მეგობრები უკვე წლებია მთხოვენ, თუმცა მაშინ ვერ შევძელი მათი წინადადების მიღება. – დაწერა შვარცნეგერმა, რომელმაც გუბერნატორის პოსტი 2011 წლის 3 იანვარს დატოვა. მსახიობი, სრულყოფილი როლით, უკანასკნელად ფილმში 2004 წელს გამოჩნდა, სადაც ჯეკი ჩანთან ერთად ითამაშა. 2010 წელს კი ერთერთ ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა. რომელ ფილმებში მიიღებს შვარცნეგერი მონაწილეობას, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ „რკინის არნი,“ თავის ყველაზე ცნობილ ამპლუაში დაბრუნდება და ეკრანებზე კვლავ ვიხილავთ „ტერმინატორს.“ გავრცელებული ხმებით, 2012 წელს, ახალი ფილმის გადაღება, შეიძლება მართლაც დაიწყოს. უნდა აღინიშნოს, რომ შვარცნეგერის რეიტინგი, მისი გუბერნატორობის უკანასკნელ პერიოდში, ძალიან დაეცა. კალიფორნია, რომელიც აშშ– ის ყველაზე დასახლებული შტატია, უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში იმყოფება.