სოკოს სუპი - არომატული და დახვეწილი წვნიანი
01:12:37     26-03-2014
ინგრედიენტები:
თეთრი ქამა სოკო
400 გ
ხახვი
1
თეთრი ღვინო
100 მლ
ნაღები
100 მლ
კარაქი
1 ს.კ
ნუშის ფირფიტები
3 ს.კ
ზეითუნის ზეთი
ხმელი ტიმიანი (ბეგქონდარა)
მარილი და პილპილი
ბულიონი
გასუფთავებული სოკო და ხახვი წვრილად დავჭრათ. გაცხელებულ ტაფაზე დავდოთ კარაქის ნაჭერი და დავაყაროთ სოკო და ხახვი. მოვშუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ ღვინო და ბულიონი.
წამოვადუღოთ, დავახუროთ თავზე, ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 20-30 წუთი. ჩავასხათ ნაღებიც , კვლავ წამოვადუღოთ.
ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, ტიმიანი. სუფრასთან მიტანისას მოვასხათ ზეითუნის ზეთის წვეთები და მოვაყაროთ მშრალად მოხალული ნუშის ფირფიტები