მაქმანიანი ბლინები
01:08:45     26-03-2014
უბრალო ბლინიც შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში! მოუხმეთ ფანტაზიას და ჩაატარეთ ექსპერიმენტები.
თავიდან შესაძლოა არც ისე ლამაზი გამოგივიდეთ, მაგრამ რამდენიმე ბლინის შემდეგ ნამდვილად შეძლებთ მსგავსი სილამაზის შექმნას. ინგრედიენტები: რძე 300 გ კვერცხი 3 შაქარი 1 ს.კ მარილი ფქვილი 7 სავსე სუფრის კოვზი ზეთი 2 ს.კ
კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ რძე, შემდეგ კი გაცრილი ფქვილი. კარგად ავთქვიფოთ რომ კოშტები არ დარჩეს. ბოლოს დავამატოთ მარილი და ზეთი.
გავაცხელოთ ტაფა. ჩავასხათ ცომი დოზატორიან ბოთლში (მაგალითად კეტჩუპის ბოთლი ან წყლის ბოთლი, რომლის თავსახურსაც გავხვრეტთ წინასწარ). დავასხათ ტაფაზე ცომი და თან ნებისმიერი ფორმა მივცეთ: გულის, ყვავილის, ვარსკვლავის და ა.შ.
გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.