წყალტუბოში 65 წლის ტაქსის მძღოლს ყელი გამოჭრეს

  13:26:49     25-03-2014

მკვლელობა მოხდა წყალტუბოს ცენტრში. „პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, მოკლულია ტაქსის მძღოლი. ფაქტს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილისთ მიმდინარეობს, რაც დაზიანებების განზრახ მიყენებას გულისხმობს, რომელიც სიცოცხლის ხელყოფით დასრულდა.

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, 65 წლის ტაქსის მძღოლს ეჭვმიტანილთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა ხანდაზმულს დანით ყელის არეში რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

„პრესა.ჯი“ მკვლელობის დეტალების გასარკვევად წყალტუბოს პოლიციის უფროსს, რეზიკო ქობულიას დაუკავშირდა. თუმცა, მან მედიასთან საუბარი არ ისურვა.

"პრესა.ჯი": ბატონო რეზიკო, რა მოხდა წყალტუბოს ცენტრში, ჩვენი ინფორმაციით, მოკლულია ტაქსის მძღოლი...

წყალტუბოს პოლიციის უფროსი, რეზიკო ქობულია:  გთხოვთ ამ კითხვით შსს-ს პრესსამსახურს მიმართეთ.

- შსს-ში მკვლელობის ფაქტი დაგვიდასტურეს, თქვენგან კი, მკვლელობის დეტალები გვაინტერესებს...

- მე ვერაფერს გეტყვით. მიმართეთ სამინისტროს.