ოქროსფერი ტორტი შოკოლადის კრემით

  07:28:36     25-03-2014

ინგრედიენტები: ბისკვიტი: ფქვილი 2 ჭიქა და 1/4. (ჭიქა=250მლ) სოდა 1 ჩ.კ მარილი მწიკვი კვერცხის ცილა 3 კვერცხის გული 6 შაქარი 2.5 ჭ დარბილებული კარაქი 180 გ კეფირი 1 ჭიქა ვანილი კრემი კვერცხის ცილა 3 შაქარი 1/2 ჭიქა დარბილებული კარაქი 200 გ შავი შოკოლადი 170 გ კაკაო 2 ს.კ ცხელი წყალი 2 ს.კ
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ 20-22 სმ დიამეტრის ფორმა. ჩააფინეთ ქაღალდი.

ერთ თასში აურიეთ ფქვილი, სოდა, მარილი, მეორეში კი მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილები. დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და მოამზადეთ მყარი ბეზე.

ცალკე ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად და დაამატეთ კვერცხის გულები. შემდეგ დაამატეთ კეფირი და კარგად ათქვიფეთ. დაბალ სიჩქარეზე შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები. ნაწილ-ნაწილ, ფრთხილად შევურიოთ ბეზე.

გადავიტანოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ. გავაგრილოთ ფორმაშივე 10-15 წუთი, შემდეგ ამოვიღოთ და გავაციოთ.

მოვამზადოთ კრემი:
კაკაოს დავასხათ ცხელი წყალი. ორთქლზე გავადნოთ შოკოლადი და გავაგრილოთ.  კვერცხის ცილა და შაქარი დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, შევათბოთ და ვურიოთ რომ შაქარი გადნეს. გაცხელებული ცილა გადმოვიღოთ აბაზანიდან და გავაგრილოთ.შემდეგ ავთქვიფოთ მიქსერით , რომ მივიღოთ მყარი ბეზე. შევათქვიფოთ კუბებად დაჭრილი დარბილებული კარაქი, კაკაო და შოკოლადი.

ბისკვიტი გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემის ნაწილი, დაადეთ მეორე ფენა და გადაუსვით კრემი ზემოდან და გვერდებზე.