თვითმკვლელობა გეგუთში - რატომ ჩამოიხრჩო თავი პატიმარმა?

  11:21:21     24-03-2014

სუიციდის ფაქტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სუბარის რეფორმების პარალელურად, პატიმრები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მიდიან. ე.წ. მაყურებლები ძალადობენ მსჯავრდებულებზეც, რაც რამდნეიმე კვირის წინ, ბათუმელი პატიმრის წამებით გარდაცვალებამაც დაადასტურა. 

რაც შეეხება თვითმკვლელობას - გეგუთის ციხეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. მომხდარს სასასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ. 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით უწყება ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს. 
რა გახდა პატიმრის თვითმკვლელობის მიზეზი, ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია.