ჩირებიანი კექსი

  08:50:03     24-03-2014

ინგრედიენტები: კვერცხი 3+1 კვერცხის გული შაქარი 150 გ კარაქი 200 გ ფქვილი 160 გ დაფქული ნუში 125 გ თხილი 100 გ ფინიკი 100 გ სოდა 1 ს.კ მარილი მწიკვი ფერადი ცუკატები, ქიშმიში ან სხვადასხვა ჩირი 100 გ
გაახურეთ ღუმელი180 გრადუსზე.
ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.

ფინიკი წვრილად დაჭერით. ცუკატები თუ დიდი ზომისაა, დაჭერით. თხილი მოხალეთ, კანი გააცალეთ და მსხვილად დაჭერით ან ბლენდერში დაღერღეთ.

ათქვიფეთ 3 კვერცი და 1 კვერცხის გული  შაქართან ერთად. დაამატეთ გამდნარი კარაქი. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, მწიკვი მარილი, სოდა.

შემდეგ დაამატეთ დაფქული ნუში, თხილი, ფინიკი. აურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. 

გამოაცხეთ დაახლოებით 45 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება..