ვერიკო ანჯაფარიძის შეხვედრა ანა მანიანისთან
01:47:27     21-03-2014
“ვენეციის კინოფესტივალზე ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოგვიდგინეს “რომი ღია ქალაქიას” მთავარი როლის შემსრულებელი ანა მანიანი. ანა დიდხანს მართმევდა ხელს და წარმოუდგენელი სისწრაფით მეუბნებოდა რაღაცას თავის მელოდიურ ენაზე და თან თვალს არ აშორებდა ჩემს მკერდზე მიბნეულ სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ორ ერთნაირ ნიშანს, სტალინის გამოსახულებით. მე ვაქე მისი შესანიშნავი ხელოვნება და მადლობა გადავუხადე სიამოვნებისათვის. ანა მანიანი ეკუთვნოდა იმ მსახიობთა ჯგუფს, რომელიც პარტიზანთა თანხით გადაღებულ სურათებში მონაწილეობდა. თავის მეგობრებთან ეს შესანიშნავი ტრაგიკული მსახიობი უმუშევარი იყო, ცუდად ეცვა, ეტყობოდა, რომ ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობდა. მე მივხვდი თუ როგორ უჭირს ჭეშმარიტ შემოქმედს…”
ვერიკო ანჯაფარიძე “იტალიური შთაბეჭდილებები” წიგნიდან “თეატრალური წრილები”
რომი. 1949 წ.