პაკისტანი ბირთვულ არსენალს ზრდის
12:45:46     10-02-2011
პაკისტანის ბირთვული არსენალი უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორჯერ გაიზარდა და დღეისათვის 100 ატომურ საბრძოლო მასალაზე მეტს ითვლის. ამის შესახებ, „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, რომლის მოპოვებული მონაცემებიც რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოძიების მონაცემებს ეყრდნობა, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ პაკისტანს 30–60 ერთეული ატომური იარაღი ჰქონდა.
მაგრამ უკანასკნელ წლებში ეს მარაგი, როგორც ბომბების, ისე სარაკეტო ქობინების რაოდენობა, 110 ერთეულამადე გაიზარდა. პაკისტანელმა სპეციალისტებმა ასევე გააქტიურეს ურანის და პლუტონის წარმოება – აღნიშნავს გამოცემა. სამხედრო არსენალის ზრდა პაკისტანში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის ფონზე მიდის, რომელიც კიდევ უფრო მძიმდება ტერორისტული აქტების უწყვეტი ტალღის შედეგად.
პაკისტანის სამხედრო ბირთვული პროგრამა 1972 წელს დაიწყო. 1998 წლის მაისში ჯერ ინდოეთმა, ხოლო შემდეგ პაკისტანმა, მოახდინეს ატომური იარაღის დემოსტრირება და აუწყეს მსოფლიოს, რომ ამ საბრძოლო მასალას ფლობდნენ.