მარნეულში, 52 წლის მამაკაცმა, 17 წლის გოგონა გააუპატიურა, შემდეგ კი ყელი გამოჭრა და დაწვა

  16:13:18     20-03-2014

მკვლელობა ქვემო ქართლში. შსს-ს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 

სამართალდამცველებთა თქმით, 17 წლის გოგონა საკუთარმა მეზობელმა, 52 წლის მამაკაცმა გაუპატიურა, შემდეგ დანით ყელი გამოჭრა, საკუთარ ეზოში ჯერ დაწვა და დამარხა.

მოკლულის მეზობლები ამბობენ, რომ გოგონას მშობლები სამუშაოდ იყვნენ წასული და შინ დაბრუნებულებმა მისი ძებნა დაიწყეს, დახმარებისათვის პოლიციას მიაკითხეს. ცხედარი კინოლოგების მეშვეობით იპოვეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. 

თამარისის მოსახლეობა სოფელში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს პოლიციის შენობასთან აქციაც გამართეს. 

იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება მარგველაშვილის კლანისა და მისი ოჯახის კრიმინალური საქმიანობის შესახებ